მოზარდი, რომელიც წუხელ რუსთავის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

09:36, 15.04.2019

16 წლის გოგონა, რომელიც წუხელ საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, კლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა.

მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით კლინიკაში წუხელ შეიყვანეს.

საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც არასრულწლოვანი გადმოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი