რუსთავში „რაიდერის“ მაღაზია გაქურდეს.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია მაღაზიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია ველოსიპედები, მოპედები, ოფისის კომპიუტერები და ტელევიზორი.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, დანაშაულში არასრულწლოვანია მხილებული.
როგორც უწყებაში ამბობენ, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად არის ამოღებული.