რუსთავში მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი მარის არხის დასახლებაში გუშინ მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სტაციონარულ მკურნალობას გადის.
შშს-ში ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირი დაკავებულია.