რუსთავში მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს
რუსთავში მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ ავტომობილი დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ინციდენტანდე მამაკაცი ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და მასთან დაბრუნებას ითხოვდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.
მამაკაცი ამჟამად დაკავებულია.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.