რუსთავში ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე აღნიშნეს.
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და აზერბაიჯანის ელჩმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ჰეიდარ ალიევის სკვერში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ალიევმა დიდი როლი ითამაშა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში.