ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ღონისძიებები იმართება
ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ღონისძიებები იმართება

აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ღონისძიებები იმართება.

ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში. გამოფენას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევიც დაესწრო.

აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებმა დილიდან ყვავილებით შეამკეს თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ჰეიდარ ალიევის ბიუსტი.

ჰეიდარ ალიევის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ასევე გაიხსნება მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ჭადრაკის ტურნირი. ასევე დაგეგმილია ქალაქ რუსთავის პარკში მდებარე ძეგლის ყვავილებით შემკობა.