მეცნიერებათა აკადემიაში წიგნის „ჰეიდარ ალიევი-ბედის ზიგზაგების“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
მეცნიერებათა აკადემიაში წიგნის „ჰეიდარ ალიევი-ბედის ზიგზაგების“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში წიგნის „ჰეიდარ ალიევი-ბედის ზიგზაგების“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 15 წლისთავს მიეძღვნა. წიგნი ქართულად ჭაბუკი ქირიამ თარგმნა.

წიგნი ჰეიდარ ალიევზეა, როგორ გახდა საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ თანამედროვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ქვეყნის ფაქტობრივი დამაარსებელი.

ღონისძიება საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.