რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა, რომლებიც დასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, ასევე ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.