ქალაქ რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ
ქალაქ რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

ქალაქ რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.

ასევე, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება. მათი აზრით, დაეცემა ბინის ფასები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ინვესტორი არ მოისურვებს თანხის ჩადებას.

ადგილობრივ მოსახლეობას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ სპეციალური პეტიცია უკვე შეიმუშავეს და სოციალური ქსელით ხელმოწერებს აგროვებენ.

ასევე, აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც მივიდა. ტაბაღუას თქმით, ის იზიარებს მოქალაქეების პროტესტს.

როგორც მერმა აღნიშნა,  მოსახლეობის მიერ ხელმოწერილ პეტიციას სამართლებრივ მსვლელობას მისცემს.