რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს

18:43, 12.04.2019

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა, რომლებიც დასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, ასევე ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.

მსგავსი