რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. თოდრიას ქუჩაზე ერთმანეთს „ოპელისა“ და „მაზდას“ ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც „მაზდას“ მარკის ავტომობილი საფეხმავლო გზაზე გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. მათ დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა.
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდა.