რუსთავში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში ქალი ბავშვებს ცივი იარაღით გამოეკიდა. ინციდენტს ერთ-ერთი მოქალაქე შეესწრო, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი იდენტიფიცირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით მიმდინარეობს.