რუსთავში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

10:46, 10.07.2018

რუსთავში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში ქალი ბავშვებს ცივი იარაღით გამოეკიდა. ინციდენტს ერთ-ერთი მოქალაქე შეესწრო, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი იდენტიფიცირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი