რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება
რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. მთელი დღის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ამასთან, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოიფინა.

26 მაისის ღონისძიებას 14:00 საათზე კონცერტი გახსნის, რომელშიც მონაწილეობენ ანსამბლები: „თუთარჩელა“, „მე რუსთველი“, „სალხინო“, „ფიროსმანი“, თამარ ზარქუა, საბავშვო სტუდიები.

14:30 საათზე გაიმართება ლექცია-სემინარი თემაზე „ოკუპაციის პავილიონი“, ასევე შედგება „შავფაროსნების“ საჩვენებელი გამოსვლა; 17:10 საათზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი; 18:00 საათზე რუსთავის მთავარ მოედანზე შედგება დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული წარმოდგენა. ღონისძიებას 20:00 საათზე ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.