რუსთავის ეპარქია ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც სასულიერო პირთა სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული
რუსთავის ეპარქია განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია ბერი გაბრიელისა და რუსთავის ეპარქიის წარმომადგენლების სიტყვიერი დაპირისპირება.
რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელი ეპარქიის წარმომადგენლებმა სცემეს. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს რუსთავის ეპარქია და ამის დასამტკიცებლად ვიდეომასალას ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეომასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე, საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი“, – აღნიშნულია რუსთავის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.