რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინი გამოცხადდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც პირველ არხს ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე სამჯერ არის გაზრდილი.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევს. ექიმების თქმით, გასულ წლებში ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა.

ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.