„რუსთავის აზოტმა“ სააპელაციო სასამართლოში პროფკავშირებთან დავა წააგო
სს „რუსთავის აზოტმა“ პროფკავშირებთან რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა კვლავ წააგო. სააპელაციო სასამართლომ კომპანიას სამსახურიდან გათავისუფლებული 56 თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.
2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. სამსახურში მისულ თანამშრომლებს საშვები დაბლოკილი დახვდათ, რასაც რამდენიმედღიანი აქციები მოყვა. 56-მა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა გადაწყვიტა სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.
გაასაჩივრებს თუ არა „აზოტი“ სასამართლოს მეორე ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ დროისთვის, უცნობია.