რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს „ბეემვესა“ და „პასატის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლები დაშავდნენ. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში, ხოლო მეორე კლინიკა „პინეოშია“ გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.