ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს აპროტესტებენ. მათი თქმით, გიორგი გაბუნიას დღევანდელი მონოლოგი სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის მსგავსი პროვოკაცია იყო.
მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ნაწილის თქმით კი გაბუნიამ „რუსთავი 2“-ი და ქვეყანა უნდა დატოვოს.
აქციაზე გამომსვლელები ასევე „რუსთავი 2“-ის დახურვას ითხოვენ. მათი თქმით, გიორგი გაბუნიას მონოლოგი დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომლის დამკვეთი უნდა გამოვლინდეს.