შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 140-ე სეზონს 8 სექტემბერს გახსნის.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი სეზონი ერლომ ახვლედიანის არაკების მიხედვით დადგმული სპექტაკლით – „ვანო და ნიკო“ გაიხსნება. სპექტაკლის რეჟისორი რობერტ სტურუაა.
სპექტაკლის მუსიკა გია ყანჩელს ეკუთვნის. მხატვარი მირიან შველიძეა, ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძე. მთავარ როლებს მიშო არჩვაძე, სანდრო ღაღანიძე-მიკუჩაძე, ნინო არსენიშვილი და დავით დარჩია ასრულებენ.