გიგი უგულავა რობერტ სტურუას მიმართავს - ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო, ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ ბოლოში მაინც ინელებს
გიგი უგულავა რობერტ სტურუას მიმართავს - ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო, ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ ბოლოში მაინც ინელებს

ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო, ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ ბოლოში მაინც ინელებს, – ამის შესახებ გიგი უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და რეჟისორ რობერტ სტურუას მიმართავს.

უგულავა ეხმაურება რობერტ სტურუას განცხადებას, სადაც სტურუა ამბობს: „ისტორიულად გრძელდება ყველაზე დიდი კონფლიქტი საქართველოში – ნიჭიერ ხალხს ებრძვის უნიჭო ხალხი“.

„არა ბატონო [რობიკ], ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო. ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ თქვენისთანა გენეალოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს. ასე მოხდება ახლაც.

პ.ს. კი ეტყობა დღევანდელ რუსთაველის თეატრს თქვენი ნიჭიერება. ყველგან რაღაც ხდება, თქვენთან კი წითელი ხვრინვა ისმის. სამარცხვინო ხართ. თქვენ რომ მოღალატე არ იყოთ, კავკასიურ ცარცის წრეში მოქცეულ ქვეყანას ხელს გაუშვებდით ევროპისკენ. თქვენ კი რუსულ საფლავში მიექანებით და ექაჩებით საქართველოს“, – წერს გიგი უგულავა.