რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების კარვები აიღო [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების კარვები აიღო [ფოტო]

სპეციალური დანიშნულების რაზმი ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ისინი აქციის მონაწილეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ.

მათ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების კარვები აიღეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ უკვე მუშაობენ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ.

ასევე, აქციის მონაწილეები უკვე გაიყვანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელიდან და ჩიტაძის ქუჩიდან.

ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული  30-წუთიანი ვადა ამოიწუა.