სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, დატოვონ ტერიტორია [ფოტო]
სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, დატოვონ ტერიტორია [ფოტო]

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცეს.

მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონის ფარგლებში გათვალისწინებული ზომები.

ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქციის მონაწილეები უკვე გაიყვანეს.

რამდენჯერმე გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული  30-წუთიანი ვადა ამოიწურა.