სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან აქციის დაშლას წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობს [ფოტო]
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან აქციის დაშლას წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობს [ფოტო]

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების მიზნით, აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა დაიწყეს.

ამ დროისათვის სპეცრაზმი აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს.

ამასთან, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცეს, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანა დაიწყეს.

ამასთან, პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ გააკეთა.