სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა დაიწყეს [ფოტო]
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა დაიწყეს [ფოტო]

პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა დაიწყეს. აქციის მონაწილეები კი, მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. მათი ნაწილი გზის სავალ ნაწილზე დაჯდა.

ამასთან, ტერიტორიაზე უკვე შეიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა.

უკვე ამოიწურა 30-წუთიანი ვადა, რომელიც შსს-მ აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად მისცა.