რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან რამდენიმე პირი დააკავეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში ინციდენტი მოხდა.
კარვიდან ისმოდა სიტყვიერი დაპირისპირებისა და გინების ხმა. ასევე გაისმა ფრაზა, ვინაა მოგზავნილი.
მისივე ინფორმაციით, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები შეეცადნენ. კარავში მყოფი ადამიანების ნაწილი აცხადებდა, რომ ჩხუბი არ მომხდარა, მობილურ ტელეფონზე საუბრობდნენ. თუმცა კარვიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ დაპირისპირება ნამდვილად მოხდა. რას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, უცნობია.
ინციდენტთან დაკავშირებით შსს კომენტარს გააკეთებს.