რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. დაკავებულია ირაკლი ხომასურიძე. მომხდარზე საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით.
ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. სამნიძის თქმით, მოქალაქეებმა თავდაპირველად პოლიტიკაზე საუბარი სთხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.