რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:52, 06.06.2022

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. სამნიძე და ბერძენიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. ​სამნიძის თქმით, მოქალაქეებმა თავდაპირველად პოლიტიკაზე საუბარი სთხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მსგავსი