პაატა მანჯგალაძე - მართლმადიდებლური ეკლესიის ასე ერთიანად, სტალინისტურად გამოცხადება არასწორია, შეიძლება, სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე საუბარი არ შეიძლება
პაატა მანჯგალაძე - მართლმადიდებლური ეკლესიის ასე ერთიანად, სტალინისტურად გამოცხადება არასწორია, შეიძლება, სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე საუბარი არ შეიძლება

ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აგოს პასუხი, მართლმადიდებლური ეკლესიის ასე ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია, ელემენტარული საკითხია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება, სტალინისტებიც არიან ეკლესიაში, თუმცა მთელ ეკლესიაზე ასე საუბარი არ შეიძლება.

„მივიდეთ კვირას, დავდგეთ წირვა-ლოცვაზე და მიხვდებით, რომ რუსეთი და სტალინი არაფერ შუაშია. ის ტრადიცია, რაც მოციქულების დროიდან იქადაგებოდა, ის წესი, რაც არსებობს, შენარჩუნებულია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ამას პატივი უნდა ვცეთ ყველამ. შეიძლება, სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა: „მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით“.