თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღევანდელი აქცია დასრულდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ისინი ხვალაც 19:00 საათზე შეიკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და აქციას განაახლებენ.
„პროტესტის 24-ე დღე ისევ დაიწყება 19:00 საათზე ტრადიციულ ადგილას. ხვალ შაბათი დღეა, შედარებით მსუბუქი დღე და მეტი ადამიანი მოდის ხოლმე. ხვალ ბევრი ახალი ვიდეო გამოჩნდება ჩვენს ეკრანზე ბევრი ახალი სპიკერი გვეყოლება. შედარებით მსუბუქი იქნება და ნაკლებად იქნება პოლიტიკურად დატვირთული აქცენტებით. შევხედავთ ხალხის რაოდენობას და რატომაც არა, შეიძლება, ისევ მივადგეთ ბატონს, როგორც ყოველ შაბათს, გველოდება. ეს დამოკიდებულია ამინდზე, დამოკიდებულია ხალხის რაოდენობასა და განწყობაზე. რასაც გადავწყვეტთ ყველანი ერთად, ისე მოვიქცევით ხვალ.
იქნება პატარა პერფომანსი, რომელსაც უკვე ადგილზე ნახავთ. თქმის უფლება ჯერ არ მაქვს, რადგან ჩვენ თვითონ ვწყვეტთ ამ ეტაპზე“, – განაცხადა მაქარაშვილმა.