თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი რეანიმაციაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად, სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი ბავშვთა რეანიმაციაში შემდგომი მკურნალობისთვის არის გადაყვანილი, არის მართვით სუნთქვაზე. მას სიცოცხლისთვის საშიში 4 ჭრილობა ჰქონდა – შემავალი ჭრილობა გულ-მკერდში, რის ფონზეც იყო რამდენიმე დაზიანება და სისხლდენა გულმკერდის ღრუში, გული არ იყო დაზიანებული საბედნიეროდ“, – განაცხადა ექიმმა.
მოზარდი რუსთაველზე დღეს დაჭრეს.