რუსი სამხედროების მიერ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაკავებული ქალი გათავისუფლეს
საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელ ატოცთან რუსი სამხედროების მიერ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაკავებული ქალი გაათავისუფლეს.
რუს სამხედროებს ის ოკუპირებულ ცხინვალში არ გადაუყვანიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ნათესავებთან ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც დააკავეს.
გათავისუფლებული შვილებთან ერთად შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე გადაიყვანეს.