კიდევ ერთი დაკავება მოხდა საოკუპაციო ხაზთან. რუსმა სამხედროებმა რუსთავში მცხოვრები 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავება ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთასთან მოხდა.
ინფორმაცია ოსურმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
პირველი არხი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი დაადასტურეს.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.