რუსი უფლებადამცველების ცნობით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე, სულ მცირე, 340 ადამიანი დააკავეს
რუსი უფლებადამცველების ცნობით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე, სულ მცირე, 340 ადამიანი დააკავეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე რუსეთის 30 ქალაქში, სულ მცირე, 340 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი პირი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დააკავეს.

„ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, ყველასთვის. ალექსეიმ თქვა, რომ არ უნდა დავნებდეთ და ჩვენ არ დავთმობთ. დაე, იფიქრონ, რომ გაიმარჯვეს. ისტორია, სიმართლე და სიკეთე ჩვენს მხარეზეა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.