რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მღვდელმსახური გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მღვდელმსახური გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა დავით დურგლიშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი სასულიერო პირმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. დურგლიშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

პირველ არხს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მღდელმსახურმა, მამა დავით ჭიღლაძემ გუშინ განუცხადა, მამა დავით დურგლიშვილი რუსმა სამხედროებმა საკუთარი მინდვრიდან წაიყვანეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებულ სოფელ ავნევიდან არის, 2008 წლის შემდეგ კი გორში ცხოვრობს და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მსახურობს.