რუსი სამხედროების მიერ დაკავებული პაატა არაქელოვი გათავისუფლებულია
რუსი სამხედროების მიერ ორი დღის წინ დაკავებული პაატა არაქელოვი გათავისუფლებულია. მან ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვა.
გათავისუფლებული არაქელოვი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ეს მისი დაკავების მესამე შემთხვევა იყო.
არაქელოვის გათავისუფლება პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.