რუსი სამხედროების მიერ დაკავებული პაატა არაქელოვი გათავისუფლებულია

18:46, 09.07.2018

რუსი სამხედროების მიერ ორი დღის წინ დაკავებული პაატა არაქელოვი გათავისუფლებულია. მან ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვა.

გათავისუფლებული არაქელოვი  შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

ეს მისი დაკავების მესამე შემთხვევა იყო.

არაქელოვის გათავისუფლება პირველ არხს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

მსგავსი