რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული პირი გაათავისუფლეს
რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ტერიტორიიდან გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ოკუპირებული ტერიტორიიდან მესტუმრიშვილი სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.
გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში მიიყვანენ. დაკითხვის შემდეგ, ელიზბარ მესტუმრიშვილი თავის ოჯახს დაუბრუნდება.
მესტუმრიშვილი რუსმა სამხედროებმა დღეს აიყვანეს.