რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული პირი გაათავისუფლეს

18:18, 20.04.2018

რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ტერიტორიიდან გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან მესტუმრიშვილი სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.

გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში მიიყვანენ. დაკითხვის შემდეგ, ელიზბარ მესტუმრიშვილი თავის ოჯახს დაუბრუნდება.

მესტუმრიშვილი რუსმა სამხედროებმა დღეს აიყვანეს.

მსგავსი