რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენთან ერთი პირი დააკავეს

12:59, 20.04.2018

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ტერიტორიაზე 80 წლამდე ასაკის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, საოკუპაციო ხაზთან მესტუმრიშვილი თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც, რუსმა სამხედროებმა აიყვანეს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი