რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი - „აზოველების“ არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს და მათი ბედი ტრიბუნალმა გადაწყვიტოს
რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან აღნიშნა, რომ ვიქტორ მედვედჩუკის „აზოველებში“ გაცვლის შესაძლებლობას შეისწავლიან. ის ამბობს, რომ ინფორმაცია კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.
„აზოველების“ არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს“, – აღნიშნულია „ტელეგრამში“ სლუცკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული ჯგუფის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი „შეისწავლიდა საკითხს“ მარიუპოლის დამცველების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლის თაობაზე.