რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
რუსეთში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. 30 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც რუსეთის საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, დაღუპულთა შორის სამი ქალი, ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცია.
სამედიცინო დახმარება დასჭირდა 32 მოქალაქეს. მათგან 30 საავადმყოფოში რჩება.
ამ დრომდე ვერ ხერხდება 17 ადამიანის პოვნა, რომელიც სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია 50 სახანძრო მანქანა და 210-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით არის აღძრული.
ხანძრის გამო კემეროვოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.