რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოსკოვში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა
რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოსკოვში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
აქცია ადგილობრივი „კომუნისტური პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში შესული პოლიტიკური სუბიექტებიდან არჩევნებზე რიგით მეორე ადგილი დაიკავა.
აქცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არასანქცირებული იყო და შედეგად პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.