რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოსკოვში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა

22:47, 25.09.2021

რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოსკოვში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

აქცია ადგილობრივი „კომუნისტური პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში შესული პოლიტიკური სუბიექტებიდან არჩევნებზე რიგით მეორე ადგილი დაიკავა.

აქცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არასანქცირებული იყო და შედეგად პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მსგავსი