რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთში, თათარსტანის რეგიონში „L-410” ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა.