რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთში, თათარსტანის რეგიონში „L-410” ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა.