რუსეთში სამგზავრო მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ სამარასთან საქალაქთაშორისო სამგზავრო მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჰოსპიტალიზებულია 12 დაშავებული, რომელთაგან ხუთი რეანიმაციაშია მოთავსებული.
სამგზავრო მიკროავტობუსი სიზრანში ასრულებდა რეისს. დაშავებულთა ჰოსპიტალიზაციისთვის ვერტმფრენები გამოიყენეს.
ავარიის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.