რუსეთში სამგზავრო მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

10:44, 30.01.2021

რუსეთის ქალაქ სამარასთან საქალაქთაშორისო სამგზავრო მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰოსპიტალიზებულია 12 დაშავებული, რომელთაგან ხუთი რეანიმაციაშია მოთავსებული.

სამგზავრო მიკროავტობუსი სიზრანში ასრულებდა რეისს. დაშავებულთა ჰოსპიტალიზაციისთვის ვერტმფრენები გამოიყენეს.

ავარიის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი