რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს „სპეცნაზი“ უწოდეს, – ინფორმაციას ossetia.news ავრცელებს.
ინიციატივა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტს ეკუთვნის, შესაბამისს დადგენილებას კი ხელი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.
როგორც დადგენილებაში წერია, სპეცდანიშნულების „სპეცნაზის“ სიმაღლე 3939 მეტრია და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ირაფის რაიონში მდებარეობს.