რუსეთში მწვერვალს „სპეცნაზი“ დაარქვეს

19:11, 06.12.2017

რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს „სპეცნაზი“ უწოდეს, – ინფორმაციას ossetia.news ავრცელებს.

ინიციატივა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტს ეკუთვნის, შესაბამისს დადგენილებას კი ხელი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

როგორც დადგენილებაში წერია, სპეცდანიშნულების „სპეცნაზის“ სიმაღლე 3939 მეტრია და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ირაფის რაიონში მდებარეობს.

მსგავსი